0
მენიუ
banner banner

"კურსმა გაამართლა იმედები და ზუსტად ვიცი, რომ წინ დიდი და საინტერესო გზა მელოდება"

"კურსმა გაამართლა იმედები და ზუსტად ვიცი, რომ წინ დიდი და საინტერესო გზა მელოდება"

ქეთი ბოლქვაძემ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი გაიარა და ახლა შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

 

როგორ გაიგე კურსის შესახებ?

როდესაც გადავწყვიტე ახალი პროფესიის შესწავლა, პირველ რიგში დავიწყე ტრენინგების მოძიება. ამ კონკრეტული კურსის შესახებ გავიგე სოციალური მედიის დახმარებით და არჩევანი, მრავალფეროვანი სილაბუსის გამო, სმარტ აკადემიაზე შევაჩერე.


რატომ გადაწყვიტე პროფესიის შეცვლა? გაამართლა თუ არა მოლოდინები?

პროფესიით ვარ კლინიკური ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი. ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, კლინიკურ ფსიქოლოგად, ერთ-ერთ კლინიკაში და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამ ძირითადი პროფესიის გარდა მჭირდებოდა კიდევ რაიმე, რასაც პარალელურად გავაკეთებდი და ჩემს ყოველდღიურობაში მეტ მრავალფეროვნებას შევიტანდი. ამ პერიოდში დაკვირვებებით დამაინტერესა ორგანიზაციულმა ფსიქოლოგიამ, რის შემდეგაც აღმოვაჩინე ადამიანური რესურსების მართვის პროფესია. ამ გადმოსახედიდანაც რომ ვუყურებ ვიცი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც ჩემი ადგილია. მართლაც გაამართლა იმედები ამ სფერომ და ზუსტად ვიცი, რომ ამ ორი პროფესიის ინტეგრირებით ბევრ კარგ შედეგს მივიღებ და წინ დიდი და საინტერესო გზა მელოდება.


რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

ლექტორების და მოწვეული სტუმრების დახმარებით, თითოეული ლექცია დატვირთული იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით. გამორჩეულად ადმინისტრაციული მიმართულების თემებს გამოვყოფდი, რაც ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოა. ასევე, ბოლო პერიოდში, ემოციურად ბევრად ახლოს ვიყავით ლექტორებთან და ლექციებიც უფრო საინტერესო გახდა, ვინაიდან ისინი არამხოლოდ გვასწავლიდნენ, არამედ ზრუნავდნენ იმაზეც, რომ ჩვენ მაქსიმალური გამოცდილება მიგვეღო მათი ქეისებიდან გამომდინარე და გვაძლევდნენ  ისეთ რჩევებს, რაც არა მარტო იმ პერიოდში, არამედ კარიერის ნებისმიერ მომენტში გამოგვადგება.


გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ

უბრალოდ მიყვარს თითოეული მათგანი. გვქონდა ხოლმე მომენტები, როცა რაღაც დავალება გვერთულებოდა, ვაფასებ მათ ძალისხმევას რომ ყველა სიტუაციაში მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ ჩვენს აზრს და კომუნიკაციის დროს ეს არიყო უბრალოდ ინფორმაციის გაცვლა, არამედ ეს იყო რეალური მოსმენა და გააზრება იმ ყველაფრის, რასაც ორივე მხარე ვამბობდით.


რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

ალბათ მაკოს გამო, რომელიც, როცა შეეძლო ჩვენთან ერთად ითვისებდა ახალ ინფორმაციებს, ემოციურად გვაძლიერებდა და მხარში გვედგა.


კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებულ ცოდნას? 

ჯერ კიდევ კურსის მიმდინარეობის დროს დავიწყე ამ სფეროში მუშაობა და ამ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა ძალიან დამეხმარა იმის გააზრებაში, თუ რამდენად დეტალურად გვაცნობდნენ ყველაფერს. ვინაიდან პრაქტიკის დროს ძალიან გამიმარტივდა ყველაფრის ათვისება.


გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

ვფიქრობ, როცა ნებისმიერ საქმეს თავში ესეთი მონდომებული, განათლებული და გულწრფელი ხალხი უდგას, შეუძლებელია რაიმე ცუდი გამოვიდეს. სმარტ აკადემიის ყველა დეტალს ეტყობა სიყვარული და ზრუნვა. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სწავლა მართლა უნდა, ძალიან კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ სწავლის ფუნდამენტს სმარტ აკადემიაში ჩაუყრის.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ დარეგისტრირდი განახლებულ კურსზე: HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები